გინდათ ონლაინ მაღაზია მაგრამ არ გაქვთ ბიუჯეტი? შექმენით ციფრული კატალოგი მსგავსი ფუნქციონალით
შეგიძლიათ დაამატოთ შეუზღუდავი რაოდენოის კატეგორიები, ასევე მართვის პანელიდან შეგიძლიათ ჩართოთ/გამორთოთ კატეგორიების გამოყენება, ასეთ შემთხვევაში მთვარ გვერდზე მხოლოდ თქვენს მიერ "მთავარ გალერეაში" მითითებული პროდუქტი გამოჩნდება, ხოლო კატეგორიების განყოფილებაში მხოლოდ "ყველა პროდუქტი"ს სექცია იქნება ნაჩვენები
ფოტოსურათზე დაკლიკების შემდეგ იხსნება დეტალური ინფორმაციის ფანჯარა, გახსნილი პროდუქტით დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ მოგწეროთ თქვენს ფბ გვერდზე, რა დროსაც პროდუქტის ლინკი ავტომატურად კოპირდება მესენჯერში, მომხმარებელს ასევე შეუძლია პროდუქტი გააზიაროს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ან დააკოპიროს ლინკი. მესენჯერის ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა მიუთითოთ თქვენი გვერდის ID და მართვის პანელში მონიშნოთ "გამოვიყენო Messenger"
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ :
სხვა
თქვენი გვერდის მისამართი განისაზღვრება მაღაზიის სახელით რომელსაც შექმნისას მიუთითებთ,
მაგალითად თუ თქვენს მაღაზიას შექნით სახლით "bestproducts" , თქვენი გვერდის მისამართი
იქნება "shop.ews.ge/bestproducts"
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი დომენი და მიაბათ შექმნილი გვერდი, მაგალითდ თუ
თქვენ შეიძინეთ დომენი www.bestproducts.ge, რეგისტრატორის მართვის პანელში მოძებნეთ
'დომენის გადამისამართება' (ან მსგავსი შინაარსის მოდული), სადაც ჩაწერთ
"shop.ews.ge/bestproducts", როდესაც მომხმარებელი შევა bestproducts.ge-ზე მას ავტომატურად
გაეხსნება თქვენი უფასო ციფრული კატალოგი. ამ გზით შეგიძლიათ პოპულარიზაცია გაუკეთოთ თქვენს
დომენს და მიაჩვიოთ მომხმარებელი სანამ არ გადაწყვეტთ სრული ონალაინ მაღაზიის შექმნას.